აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას

0
114

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ აშშ მომხდარს გმობს.

მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა ნგრევა გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით”, – წერს მეთიუ მილერი.

The U.S. condemns the killing of Tamaz Ginturi, a Georgian citizen, by Russia’s occupying forces in Georgia and we extend our condolences. This death is a stark example of the destruction caused by Russia’s ongoing occupation of Georgia’s sovereign territory and elsewhere.

— Matthew Miller (@StateDeptSpox) November 7, 2023
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

წინა სტატიარუსო ოკუპანტებო, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით! | მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
შემდეგი სტატიაარ თავდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება… ჩვენი პასუხი არის ერთი – მშვიდობა ევროპაში| ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური