მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტებმა დაჭრილთან არავინ მიუშვეს - კირბალში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ოკუპანტებმა დაჭრილთან არავინ მიუშვეს – კირბალში მომხდარი მკვლელობის დეტალები

Published on

✍️ ლაშა ბერულავა

ოკუპანტებმა დაჭრილ თამაზ გინტურთან არავინ მიუშვეს, დროული ტრანსპორტირების შემთხვევაში, მისი გადარჩენის ალბათობა მაღალი იყო, – ამის სესახებ ოდიშინიუსს თვითმხილველებმა უამბეს. 

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, რამდენიმე კირბალელი სასაფლაოზე შეიკრიბა, შემდეგ კი ადგილობრივთა ჯგუფმა სალოცავზე (ლომისის საყდარი) ასვლა გადაწყვიტა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივების თავშეყრა სასაფლაოდან სალოცავზე ინაცვლებდა: თამაზ გინტური და რამდენიმე ადამიანი მანქანაში ისხდნენ, ისინი სალოცავთან უფრო ადრე ავიდნენ და დანარჩენებს ელოდებოდნენ, როცა რუსი ოკუპანტების მორიგე პატრული გამოჩნდა.

ოკუპანტები პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ, რამდენიმე ადამიანის დაკავება სცადეს, რასაც ადგილობრივებმა, ცხადია, წინააღმდეგობა გაუწიეს (ცხადია, კირბალელები შეიარაღებულები არ ყოფილან). საბოლოოდ, ოკუპანტებმა მოახერხეს ერთი კირბალელის, ამჟამად ცხინვალის იზოლატორში მყოფი ლევან დოთიაშვილის დაკავება, რომელიც თამაზის მეგობარი იყო და სალოცავამდეც მისი მანქანით ავიდა, ამიტომ თამაზ გინტურმა მისი დაცვა სცადა, თუმცა, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.

ოკუპანტებმა დაჭრილ თამაზ გინტურთან მიახლოების საშუალება არც თანასოფლელებს მისცეს და არც სროლის ხმაზე სალოცავთან ასულ ქართველ პოლიციელებს.

მათ იმედი ჰქონდათ, რომ თამაზის ჭრილობა მსუბუქი იყო და დაჭრილსაც ცხინვალში გადაიყვანდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, ექიმები მიუშვეს დაჭრილ თამაზ გინტურთან. ამასობაში დაიკარგა ძვირფასი წუთები და თამაზ გინტური, ფაქტობრივად, სისხლისგან დაიცალა: დროულად ტრანსპორტირების შემთხვევაში მისი გადარჩენის ალბათობა მაღალი იყო…

როცა ოკუპანტები დარწმუნდნენ, რომ გინტურის მდგომარეობა კრიტიკული იყო, უკვე დაკავებული დოთიაშვილი გაიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით გაუჩინარდნენ. თამაზ გინტური, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა…

თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ოფიცერი იყო.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ თამაზ გინტურის ოჯახს, მის ძმას – გივის, თანასოფლელებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს…


 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...