მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული პირი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია

ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული პირი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია

Published on

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან მოკლული პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თამაზ გინტურია (ფოტოზე მარჯვნივ). 

თამაზ გინტური და მისი თანასოფლელი ლევან დოთიაშვილი (მარცხნივ) ეკლესიასთან, ავტომანქანაში ისხდნენ, როცა მოულოდნელად გამოჩენილმა რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფმა მანქანას ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ, “საზღვრის დარღვევის” გამო. 

კირბალის ეკლესიასთან ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი მცოცავი პრაქტიკით გადმოსწიეს და ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, მაშინ როცა ჯერ კიდევ შარშან საოკუპაციო ზოლი ეკლესიას შუაზე ჰყოფდა.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...