მთავარისიახლეებიმსოფლიოზალუჟნის სტატია ომში მანევრების განახლების საჭიროებაზე იყო და არა ჩიხში შესვლაზე -...

ზალუჟნის სტატია ომში მანევრების განახლების საჭიროებაზე იყო და არა ჩიხში შესვლაზე – ISW

Published on

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა ახსნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის სტატია “ეკონომისტში” იყო არა იმაზე, რომ ომი ჩიხში შევიდა, არამედ იმაზე, რომ პოზიციური დაპირისპირებები ამ ომში ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს და მანევრირების განახლებაა აუცილებელი, – ამის შესახებ ISW-ს ექსპერტები წერენ. 

ძირითადად, საუბარი იყო იმაზე, რომ პოზიციური ბრძოლები საშუალებას აძლევს რუსეთს, სული მოითქვას, დანაკარგი შეივსოს და ახალი ძალებით შეუტიოს. “სტატია არ იყო იმ აზრის განვითარება, რომ ომი ჩიხში შევიდა და მოლაპარაკებებია საჭირო”, – ასკვნიან ექსპერტები. 

შეგახსენებთ, ვალერი ზალუჟნის სტატიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ზოგიერთი ზელენსკი-ზალუჟნის დაპირისპირებაზეც ალაპარაკდა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება ზალუჟნის შეფასებას ომის ჩიხში შესვლასთან დაკავშირებით. 

ოლექს არესტოვიჩმა მაშინვედ აიტაცა ზალუჟნის სიტყვები და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაა აუცილებელი, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, ამ მოსაზრების გამო კი არესტოვიჩი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. 

სიახლეები

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...