მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ ჩვენ ამოგვხოცავს, რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს მიადგება - ზელენსკი NBC NEWS-ს

თუ ჩვენ ამოგვხოცავს, რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს მიადგება – ზელენსკი NBC NEWS-ს

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ამერიკულ ენბისი ნიუსს – რა თქვა მან ინტერვიუში – მთავარი დეტალები:

🔹”მათ (რუსებმა) იფიქრეს, რომ გვაჯობეს, მაგრამ ეს არ მომხდარა და არც მოხდება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ოკუპანტებზე.

🔹”უკრაინა ფრონტზე სტრატეგიის შეცვლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს”, – განიხილება სხვადასხვა ოპერაციები, გეგმები, რათა მდგომარეობა შეიცავლოს და ჩვენ შევძლოთ რუსეთის არმიისთვის მოულოდნელი დარტყმების მიყენება.

🔹 “კი, დაღლილობა შესამჩნევია, რადგან ომი 20 თვეა, გრძელდება და ძალიან გაიწელა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სამხედროები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან დღეს, ვიდრე ის რუსები, რომლებიც წამოვიდნენ უკრაინაში, რათა ჩვენ დავეხოცეთ”.

🔹 ჩვენ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ამისთვის კი ჰსთ სისტემების ერთობლივი წარმოებაა საჭირო. თუმცა მანამდე, სანამ ერთობლივ წარმოებაზე გადავალთ, ჩემი გზავნილი მსოფლიოსადმი, აშშ-სა და ევროპისადმი არის ის, რომ მოგვცენ ჰსთ სისტემები: რაიმენაირი ჰსთ სისტემა, რომ გამოვიყენოთ: თუნდაც იჯარით, თუნდაც გვათხოვონ, განსაკუთრებით, ზამთარში, რადგან ზამთარი – ძნელი და რთული იქნება.

🔹 მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ ჩვენი მხარდაჭერა, რადგან კიევი იცავს საერთო ფასეულობებს, მათ შორის დემოკრატიას. ალტერნატივა დამღუპველი იქნება, რადგან “თუ რუსეთი ჩვენ ამოგვხოცავს, ის ნატოს წევრ ქვეყნებს დაუწყებს ომს, თქვენ კი იმ ომში თქვენი შვილების გაგზავნა მოგიწევთ. და ეს ნამდვილად მოხდება. უნდა მაპატიოთ, მაგრამ ეს ძვირად დაგიჯდებათ, მძიმე ფასი იქნება გადასახდელი..”

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....