სპეცრეპორტაჟი 7 ოქტომბრის ტრაგედიის ერთ ფურცელზე

0
437

ეს ამბავი 7 ოქტომბერს, ადრე დილით მოხდა: პენსიონერთა ჯგუფი ორგანიზებული მარშრუტით დაიძრა მკვდარი ზღვის სანახავად, ექსკურსიაზე. არავითარი ნიშანი იმისა, რომ წინ ცუდი დღე ელოდათ, არ არსებობდა. გზად მათ ზდეროთში შეიარეს – კიდევ რამდენიმე პენსიონერი უნდა აეყვანათ. ამ დროს ავტობუსს საბურავი ჩაეფუშა.

სანამ მძღოლი პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, სროლის ხმები გაისმა. ავტობუსი ადგილობრივი ბიბლიოთეკის შენობის გვერდით იდგა, ამიტომ უმრავლესობა იმ შენობისკენ გაიქცა. ზოგი ვერც გაიქცა – წავიდა, რადგან სწრაფად გადაადგილება არ შეეძლო. მაგრამ ბიბლიოთეკის კარი, რომელიც ელექტრონული იყო, არადა არ იღებოდა, თითქოს განგებ…

და სწორედ ამ დროს, ადგილზე თეთრი ფურგუნი გამოჩნდა. თითქოს ჰაერიდან გაჩნდა, ციდან ჩამოვარდა: ფურგუნი და მაინცდამაინც თეთრი. ბევრმა იფიქრა, რომ დახმარება მოვიდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ეს ფურგუნი ტერორისტებით იყო სავსე…

და იცით, მერე რა მოხდა? ვიცი, ძნელია, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვეთ: ტერორისტებმა ცივსისხლიანად, მიბრჯნით ესროლეს მოხუცებს და დახვრიტეს ისინი, ქუჩაში სისხლის ტბა დადგა: დახვრიტეს უწყინარი, უძლური მოხუცები, რომლებიც დედ-მამად, შესაძლოა, ბებია-ბაბუადაც ერგებოდათ… განა მხოლოდ დახვრიტეს და გზა გააგრძელეს: ამოწმებდნენ, ხომ არ დარცა ვინმე ცოცხალი და საკონტროლო გასროლით კლავდნენ…

ეს მოხუცები მხოლოდ იმაში იყვნენ “დამნაშავეები”, რომ მკვდარი ზღვის სანახავად მიდიოდნენ: აი ასე, ავტობუსის გაჩერებასთან შეწყდა მათი სიცოცხლე. რეიმის ფესტივალის მონაწილეების შემდეგ, ტერორისტების პირველი მსხვერპლი სწორედ ეს მოხუცები იყვნენ…

13 ქალი და კაცი, 13 პენსიონერი… აი, მათი ვინაობებიც:

▪️ლილია გილერი, მიხაილ ზარბაილოვი (60 წლის), იაკობ მორტოვი (65), ვლადიმირ პოპოვი (74), სოფია პოპოვა (68), ლუდმილა ფურმანი, იგორ კურცერი (72), ბერტა შამაევა (56), ტატიანა შნიტმანი (70), ნადეჟდა სპარბეჩიკოვა (75), ნატალია ტომაევა (71), ვალერი ფრიდმანი (60), ზინაიდა ბეილინა (58).

✍️ მარკ კოტლიარსკი, სპეციალურად გამოცემისთვის “ისრაელი ახლა”.

წინა სტატიააშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა- პროკურატურა
შემდეგი სტატიაზალუჟნის სტატია ომში მანევრების განახლების საჭიროებაზე იყო და არა ჩიხში შესვლაზე – ISW
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური