მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეურაცხყოფის შემდეგ, ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ

შეურაცხყოფის შემდეგ, ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ

Published on

“ქართული ოცნების” წევრების შეურაცხმყოფელი და სექსისტური განცხადებების შემდეგ, ქალი დეპუტატები – თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა – NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ წერილის გაგზავნის მიზანი პარტნიორების ინფორმირება და სექსისტური, შეურაცხმყოფელი, განცხადებების ავტორებისთვის დისკომფორტის შექმნაა.

ამას გარდა, თეონა აქუბარდია სასამართლოში სარჩელის შეტანასა და სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე კი ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.

მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვდა, რომ ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა. ის NATO-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეცაა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...