მთავარისიახლეებისინოდის სხდომა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მღვდელმთავრებმა

სინოდის სხდომა დასრულდა – რაზე ისაუბრეს მღვდელმთავრებმა

Published on

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდზე ილია II-ის მიერ ინიციირებულ საკითხები განიხილეს.

მედიასთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. როგორც მან თქვა, ძირითადი განსახილველი თემა იყო ის ეპარქიები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობენ და ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ტაძრები.

“მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები მაღალმთიან რეგიონებში რომლებიც არის განთავსებული. ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლო მახლო და სამეზობლოდ ხდება. […] ჩამოვთვალე საკითხები რაც იყო, დანარჩენი არის სპეკულაციები”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

წელს სინოდის სხდომა მეორედ გაიმართა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა განხილული ყოფილიყო პატრიარქის გადადგომის საკითხი, ასევე, მეუფე შიოსთვის უფლებამოსილების გაზრდის, რაც არ დადასტურდა. სასულიერო პირებმა ყველა მსგავსი ინფორმაცია უარყვეს

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...