რუსეთი უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე | დანილოვი

0
139

რუსეთის ფედერაცია უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი. მისი თქმით, რუსეთი აგროვებს იარაღს, რათა ცივი ამინდის დადგომასთან ერთად დაარტყას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. დანილოვის თქმით, უკრაინაც მაქსიმალურად ემზადება ამ სცენარისთვის.

“მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ზამთრის პერიოდში პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაქირავების შესაძლებლობაც განიხილება – “აქ არაფერია უცნაური. ​​არ არის საჭირო გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები” ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

წინა სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში ერაყის მოქალაქეები დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს
შემდეგი სტატიაკობახიძემ ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს “უსარგებლო, ხელოვნური და ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური