რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს

0
140

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს. გადაწყვეტილება რუსეთ-აფხაზეთის ე.წ სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც ესწრებოდა.

მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 – 2025 წლებში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება. მანამდე აღნიშნული პერიოდში პროექტის დაფინანსების ლიმიტი 4,05 მილიარდი რუბლი იყო.

როგორც ე.წ კომისიის პრესრელიზში წერია, “გადაწყვეტილება ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემოწმების შედეგების საფუძველზე იქნა მიღებული”.

წინა სტატიაგერმანიამ “ჰამასის” მხარდამჭერი აქტივობები ოფიციალურად აკრძალა
შემდეგი სტატიასინოდის სხდომა დასრულდა – რაზე ისაუბრეს მღვდელმთავრებმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური