მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში ერაყის მოქალაქეები დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ერაყის მოქალაქეები დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს

Published on

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში “არაბი ლტოლვილები” დააკავეს, – ამის შესახებ განცხადება ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ გააკეთა.

მისივე მტკიცებით, ლტოლვილები რუსეთის ე.წ სასაზღვრო პოლიციელებმა დააკავეს და ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით გადმოსცეს.

ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ანთაძეც, თუმცა ის განმარტავს რომ დაკავებულები არაბი ლტოლვილები არ არიან და ისინი ერაყის მოქალაქეები არიან.

“თქვენ როგორც იცით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს პერიოდულად კვეთენ; ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, შედეგად აღნიშნული პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდნენ”, – ამბობს ირაკლი ანთაძე.

მისივე თქმით, ერაყის მოქალაქეები საქართველოში სრულიად ლეგალურად იმყოფებიან.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...