მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილმა ფოთის პორტიდან კიდევ სამი ბაობაბის ხე გადაიტანა

ივანიშვილმა ფოთის პორტიდან კიდევ სამი ბაობაბის ხე გადაიტანა

Published on

კენიიდან ფოთის პორტში ჩამოტანილი ბაობაბის სამი ხე ღამით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. ერთ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ხეები გადააქვთ. როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა სულ 8 ხე ჩამოიტანა.

ხეების ტრანსპორტირებაში ამჯერადაც სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულები. ხეებს ფოთიდან შეკვეთილში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიაცილებდა. ჩაკეტილი იყო სამტრედია-ბათუმის მაგისტრალი, ასევე ფოთიდან შეკვეთილამდე მიმავალი ცენტრალური გზა. რამდენიმე ადგილზე გაჩერებულები იყვნენ მგზავრები, მათ საპატრულო პოლიცია აფრთხილებდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაეკეთებინათ.

გზის ნაწილზე ჩაჭრეს ელექტროსადენები, მოხსნეს საგზაო ნიშნები, გზის განაპირად ხეებს მოაჭრეს ტოტები. უცნობია მათ აღსადგენად ფული ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაიხდის. პროცესში პოლიციასთან ერთად ჩართული იყო მერიის კეთილმოწყობის სამსახურები, საგანგებო-სამაშველო ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლები.

მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...