მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენმა გააჟღერა მოწოდება ისრაელსა და "ჰამასს" შორის ბრძოლაში პაუზაზე

ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლაში პაუზაზე

Published on

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება პაუზაზე ისრალესა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში, რათა მძევლებს გათავისუფლების საშუალება მიეცეთ.

მან მინესოტაში გამართულ კამპანიის ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ქალს უპასუხა, რომელმაც მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს დროის დათმობას პატიმრების გასაყვანად”, – თქვა მან.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევალს, რომლებიც “ჰამასის” მიერ არიან დაკავებულები.

ქალი დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს, ის სკანდირებდა “ცეცხლის შეწყვეტა”. ბაიდენმა თქვა, რომ სიტუაცია “წარმოუდგენლად რთულია” როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...