მთავარისიახლეებიმსოფლიოარესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს

არესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. არსეტოვიჩმა Interfax უკრაინას უთხრა: “დიახ მე ვიყრი კენჭს”.

არესტოვიჩმა ასევე დაადასტურა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა.

“სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.

1 ნოემბერს არესტოვიჩმა თავის “ტელეგრამაში” გამოაქვეყნა გარკვეული საარჩევნო პროგრამა, რომლის პუნქტებს შორის არის “წინადადება კოლექტიური დასავლეთისთვის”.

“ჩვენ მზად ვართ კისენჯერის ვარიანტისთვის – ჩვენ ვითხოვთ ნატოში შესვლას იმ ვალდებულებით, რომ არ დავიპყროთ შესვლის დროს ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ მივაღწიოთ მათ დაბრუნებას მხოლოდ პოლიტიკური გზით”, – წერდა არესტოვიჩი.

არესტოვიჩი თანამდებობიდან 2023 წლის იანვარში გადადგა. მაანმდე დნიპროზე მისი განცახდების გამო, ბოდიში მოიხადა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...