მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა შენგელია ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ...

ბაჩანა შენგელია ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ პოლიტიკურ პარტიაში

Published on

იქნება თუ არა ბაჩანა შენგელია ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ პოლიტიკურ ერთობაში? მედიამენეჯერის ახლო მეგობარი “პირველებთან” ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.

არ მქონია ნიკასთან საუბარი, არ ვიცი იქნება თუ არა რომელიმე ძველ პარტიასთან კოალიციაში. რაც შეეხება მე მოვიაზრებ თუ არა თავს ნიკას პარტიაში თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ამაზეც არ ვიცი, რადგან პარტიის უშუალოდ შექმნასთან დაკავშირებით არ მაქვს პასუხი, ბუნებრივია, მეორე კითხვაზეც, ჯერ ლოგიკურად ვერ ვპასუხობ, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

ნიკა გვარამია პოლიტიკაში წასვლას ოფიციალურად აანონსებს, თუმცა იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე თუ არა, ჯერ არ აკონკრეტებს. პოლიტიკურ გეგმებზე “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ილაპარაკა. გვარამია აანონსებს, რომ მის პოლიტიკურ განაცხადს შტატებში ვიზიტის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გააკეთებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...