მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზუგდიდელი ბაიკერი მალხაზ გოშუა დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზუგდიდელი ბაიკერი მალხაზ გოშუა დაიღუპა

Published on

კიდევ ერთი, ძალიან კარგი ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან ტრაგიკული შემთხვევის გამო: მალხაზ (ბახა) გოშუა, რომელიც ბაიკით მანქანას უკნიდან შეეჯახა – შემთხვევა 30 ოქტომბერს, თბილისში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მალხაზ გოშუა ღამის საათებში, მოტოციკლით, ცალმხრივი მოძრაობის გზაზე გადაადგილდებოდა.
გაშლილი სივრცის გამო მას სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი, თუმცა, მოულოდნელად, მოტოციკლისგან მარცხნივ, სხვა ზოლში მოძრავი მანქანის მზღოლმა ზოლის შეცვლა გადაწყვიტა და ზოლიდან ზოლში იმდენად სწრაფად გადავიდა, რომ მალხაზმა დამუხრუჭება ან სხვა რეაგირება ვერ მოასწრო და მანქანას უკანა მხრიდან შეეჯახა. 
მალხაზ გოშუა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...