მთავარისიახლეებიზურაბიშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი "რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება"

ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი “რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება”

Published on

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CBS NEWS-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ევროკავშირისგან სტატუსს ვერ მივიღებთ, “ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის”.

ჟურნალისტმა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზეც ისაუბრა, რასაც “ქართული ოცნების” მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვა. მან ჰკითხა ზურაბიშვილს “ჰგავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული EU-ში გაწევრიანებით”. ზურაბიშვილმა პასუხად თქვა, რომ “ეს არის კითხვა, რომელსაც სვამს მთელი მოსახლეობა”, მართლა სურს თუ არა “ქართულ ოცნებას” ევროკავშირში ინტეგრაცია.

კითხვაზე, ამ კრიტიკულ მომენტში, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს – პრეზიდენტი პასუხობს, რომ მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო.

“მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ. და მე ვერ მოვახერხე რაიმე სახის შეხვედრის ჩატარება ჩემ დონეზე, რომელიც იქნებოდა პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო აქტუალური საკითხებია. მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო, იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენ კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...