მთავარისიახლეებიმსოფლიორეიმის ფესტივალიდან გატაცებული შანი ლუკი მოკლულია - ოჯახის განცხადება

რეიმის ფესტივალიდან გატაცებული შანი ლუკი მოკლულია – ოჯახის განცხადება

Published on

დადასტურდა, რომ 7 ოქტომბერს, რეიმის მშვიდობის საერტაშორისო მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული 30 წლის გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი მოკლულია. 

ცნობილი გახდა, რომ გატაცების შემდეგ ის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ძალადობდნენ და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

შანი ლუკის ოჯახმა აქამდე ის იცოდა, რომ გოგო მძიმე მდგომარეობაში, ღაზის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედა ავრცელებდა და ყველას სთხოვდა, შვილის შინ დაბრუნებაში დახმარებოდნენ.

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ შანი ცოცხალი აღარაა”, – განაცხადეს დღეს ბრიფინგზე ოჯახის წევრებმა.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ამ დრომდე, ტყვეობაში სულ 239 მოქალაქე იმყოფება. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...