მთავარისიახლეებისაზოგადოება"ხელისუფლება ხელს აფარებს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს" - 50-ზე მეტი NGO-ს განცხადება

“ხელისუფლება ხელს აფარებს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს” – 50-ზე მეტი NGO-ს განცხადება

Published on

“ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს”- 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებისგან საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

მათი შეფასებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

“საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.

აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სასამართლოს გუშაგი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საფარი
სამოქალაქო იდეა
ევროპულ – ქართული ინსტიტუტი (EGI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საზოგადოება და ბანკები
მწვანე ალტერნატივა
თანასწორობის მოძრაობა
თბილისი პრაიდი
GrlzWave
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
დემოკრატიის მცველები
ფრანკლინის კლუბი
საქართველოს მომავლის აკადემია
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
ჭავჭავაძის ცენტრი
დემოკრატიის ინსტიტუტი
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
წერტილი
Promote Georgia
ქვემო ქართლის მედია
ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
აფხაზური ამბები
თაობათა გაძლიერების ქსელი
ქალთა ფონდი „სოხუმი“
მაისის მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ჯიუტი
დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“
კომლი
სამოქალაქო აქტივობის ცენტრი – ლაკმუსი
ქალთა ფონდი საქართველოში (WFG)
ყვარლის ევროკლუბი
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის
პრევენცია პროგრესისთვის
განვითარებისა და ჩართულობის პროგრამა (DEP)

სიახლეები

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...