მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდებოდა წუხელ და რა არის მოსალოდნელი დღეს ღაზის სექტორში - მიმოხილვა

რა ხდებოდა წუხელ და რა არის მოსალოდნელი დღეს ღაზის სექტორში – მიმოხილვა

Published on

ცაჰალმა წუხელაც გააგრძელა სახმელეთო ოპერაციის გაფართოებისკენ მიმართული მოქმედებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალთა რიცხვი ძალიან მაღალია და, სავარაუდოდ, გაიზრდება.

🔹 პროგრესის ტემპი ამ რაიონებში საკმაოდ მაღალია და ეს ეხება, პირველ რიგში ქალაქებს ბეით-ხანუნსა და ბეით-ლახიას, სადაც, ფაქტობრივად, არცერთი ადამიანი არაა დარჩენილი. ამასთან, ცაჰალი ზეწოლას აძლიერებს თავად ქალაქ ღაზაზე.

🔹 სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, აქ არიან დარჩენილი მცხოვრებლები, თუმცა, ტერორისტებთან ხანგრძლივი ან ფართო შეტაკებები გამოირიცხა, რადგან არსებული ცნობებით, მათ უკან დაიხიეს, რათა მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ბრძოლისთვის მომზადებულიყვნენ.

🔹 შეტაკებების ადგილებში აღმოჩენილია ნაღმმტყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო წერტილები, რომლებსაც ცაჰალი ჰაერიდან ან ტანკების მიერ გახსნილი ცეცხლით ანეიტრალებს.

🔹საბრძოლო მოქმედებების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისრაელელი ძალოვნები ამტკიცებენ, რომ ძალების თავმოყრა ღაზის სექტორში და ქალაქ ღაზაზე ზეწოლის გაძლიერება, სავარაუდოდ, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას და წარმატებით დასრულებასაც შეუწყობს ხელს.

ცაჰალის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 450-ზე მეტ ტერორისტულ ობიექტს შეუტიეს – ცაჰალი გაფართოებულ მოქმედებებს აგრძელებს.

🔹 რაც შეეხება სამხედრო ავიაციას, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 450 ობიექტზე მიიტანეს იერიში. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო შტაბები, ტანკსაწინააღმდეგო საცეცხლე წერტილები და ათეულობით მიწისქვეშა გვირაბი.

🔹 ამ ოპერაციის მიმდინარეობისას საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღეს ცაჰალის ჯარისკაცმა და ოფიცერმა, ისინი ევაკუირებული არიან ცხელი წერტილებიდან.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...