მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის არმია ღაზის სექტორს ჩრდილოეთიდან 3 კმ.-ის სიღრმეში აკონტროლებს

ისრაელის არმია ღაზის სექტორს ჩრდილოეთიდან 3 კმ.-ის სიღრმეში აკონტროლებს

Published on

ისრაელის არმია უკვე აკონტროლებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში 6 კვ.კმ ტერიტორიას, 3 კმ-ის სიღრმეზე.

არაბული წყაროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები დაახლოებით ორი საათის წინ უტევდნენ მარვან ისის სახლს ღაზის ცენტრში, ელ-ბურეიჯში, რომელიც ჰამასის შტაბის მეთაურის მოადგილეა.

ამასთან, ღაზის სექტორში მცხოვრებლები UNRWA-ს საწყობში შეიჭრნენ და იქ არსებული საკვები პროდუქტების მარაგი დაინაწილეს.

ისრაელის თავდაცვის არმიის ძალები გუშ-კატიფში შევიდნენ – ეს ებრაული დასახლება იყო ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში, რომელიც ლიკვიდირებულია 2005 წელს, ხოლო დასახლება პალესტინის ავტონომიას გადაეცა. “ჩვენ დავბრუნდით!”, – წერენ ებრაელები გუშ-კატიფში შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას.

ღაზის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 8000-მდე გაიზარდა, აქედან 300 კი “ბოლო საათებში”, ანკლავის დაბომბვისას დაიღუპა, თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. 

უფრო ადრე, ცაჰალმა გაანადგურა ტერორისტთა 20 კაციანი ჯგუფი, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, გვირაბებიდან ამოვიდა და თავდასხმისთვის ემზადებოდა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...