მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდებოდა წუხელ და რა ხდება დილით ღაზის სექტორში და ანკლავის მიმდებარედ

რა ხდებოდა წუხელ და რა ხდება დილით ღაზის სექტორში და ანკლავის მიმდებარედ

Published on

იმის მიუხედავად, რომ წუხელ ღაზის სექტორზე ჯერ არნახული მასშტაბის იერიში განხორციელდა, რომელშიც, ავიაციის გარდა, საზღვაო ქვეითები და სატანკო შენაერთებიც მონაწილეობდნენ, ცაჰალის განცხადებით, სახმელეთო ოპერაცია ჯერაც არ არის დაწყებული.

ცალკეული ინფორმაციით, ღაზის საზღვართან მობილიზებულია ისრაელის 560 ათასიანი ჯარი, 420 ტანკი, 880 ჯავშანტრანსპორტიორი, 190 უპილოტო საფრენი აპარატი, 380 საარტელერიო დანადგარი, საჰაერო იერიშებისთვის მზადაა 310 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასევე სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები.

რაც შეეხება 18 დღიანი ოპერაციის შედეგებს, 1განადგურებულია “ჰამასის” 4700 ობიექტი, ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურის მისამართით გაშვებულია სხვადასხვა კალიბრის 6100 ჭურვი, ლიკვიდირებულია “ჰამასის” სხვადასხვა რანგის 14 მეთაური.

რაც შეეხება წუხელ ჩატარებულ გაფართოებულ იერიშს, ჰამასის საჰაერო ოპერაციების შეფის გარდა, ლიკვიდირებულია ღაზის ბრიგადის საზღვაო ძალების მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა ზიკიმის ზონაში საზღვაო შეღწევის მცდელობას.

სამხედროების ცნობით, მხოლოდ წუხელ, სულ 150 მიწისქვეშა სამიზნე განადგურდა. ცაჰალმა დაარტყა “გვირაბებს, რომლებსაც იყენებენ ტერორისტები, მიწისქვეშა საბრძოლო ოთახებსა და სხვა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...