აშშ-მა სირიას დაარტყა, ისრაელი კი ომის ახალ ფაზაში გადავიდა

0
153

პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა სირიის აღმოსავლეთში, ორ სამხედრო ობიექტს დაარტყეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განმარტებით ეს ობიექტები ირანის “ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის” მიერ გამოიყენებოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი ამბობს, რომ ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.

🔹 იმის მიუხედავად, რომ წუხელ ღაზის სექტორზე ჯერ არნახული მასშტაბის იერიში განხორციელდა, რომელშიც, ავიაციის გარდა, საზღვაო ქვეითები და სატანკო შენაერთებიც მონაწილეობდნენ, ცაჰალის განცხადებით, სახმელეთო ოპერაცია ჯერაც არ არის დაწყებული.

🔹 ცალკეული ინფორმაციით, ღაზის საზღვართან მობილიზებულია ისრაელის 560 ათასიანი ჯარი, 420 ტანკი, 880 ჯავშანტრანსპორტიორი, 190 უპილოტო საფრენი აპარატი, 380 საარტელერიო დანადგარი, საჰაერო იერიშებისთვის მზადაა 310 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასევე სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები.

🔹 რაც შეეხება 18 დღიანი ოპერაციის შედეგებს, 1განადგურებულია “ჰამასის” 4700 ობიექტი, ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურის მისამართით გაშვებულია სხვადასხვა კალიბრის 6100 ჭურვი, ლიკვიდირებულია “ჰამასის” სხვადასხვა რანგის 14 მეთაური.

🔹 წუხელ ჩატარებული გაფართოებული იერიშის დროს, ჰამასის საჰაერო ოპერაციების შეფის გარდა, ლიკვიდირებულია ღაზის ბრიგადის საზღვაო ძალების მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა ზიკიმის ზონაში საზღვაო შეღწევის მცდელობას.

🔹 მხოლოდ წუხელ, სულ 150 მიწისქვეშა სამიზნე განადგურდა. ცაჰალმა დაარტყა “გვირაბებს, რომლებსაც იყენებენ ტერორისტები, მიწისქვეშა საბრძოლო ოთახებსა და სხვა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული”.

წინა სტატიაანტიისრაელური მიტინგი ათათურქის აეროპორტში და ერდოღანის გზავნილები
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ლევან ლობჟანიძე დაეცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური