მთავარისიახლეებიპოლიტიკასტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურება იქნება - ანა ნაცვლიშვილი

სტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურება იქნება – ანა ნაცვლიშვილი

Published on

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, თუმცა ეს მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წამოცდენა. მან თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება. სწორედ შორსმჭვრეტელობა გულისხმობს იმას, რომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არა ხელისუფლების გაფუჭებულის საფუძველზე, არამედ ხალხის მიერ ძალიან მკაფიოდ გამოხატული ნების და განწყობის საფუძველზე. რაც შეეხება რა მოლოდინები გვაქვს და ვისი დამსახურება იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს ცალსახად იქნება საქართველოს მოქალაქეების დამსახურება, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე 12 დღეა დარჩენილი. პირველადი შეფასებიდან გაირკვევა, შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ცნობილი დეკემბერში გახდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...