მთავარისიახლეებისაზოგადოება"რამდენჯერაც გააბამთ, იმდენჯერ დავჭრი!.." - ლუდა სალიამ ხურვალეთში მავთულხლართები გადაჭრა

“რამდენჯერაც გააბამთ, იმდენჯერ დავჭრი!..” – ლუდა სალიამ ხურვალეთში მავთულხლართები გადაჭრა

Published on

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლუდა სალიამ, რომელიც თვითონ აფხაზეთიდან დევნილია, სოფლის განაპირას, თავშესაფართან ახლოს რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართები გადაჭრა. 

“რამდენჯერაც დაამატებთ მავთულხლართებს, იმდენჯერ დავჭრი… ეს ჩვენი შარაგზაა და არანაირი უფლება არა გაქვთ, სოფელი შუაზე გაჰყოთ: არც მორალური, არც იურიდიული”, – ასე მიმართავს ოკუპანტებს ლუდა სალია ვიდეოში, რომელიც თავად გამოაქვეყნა და სადაც ჩანს, როგორ ჭრის საოკუპაციო მავთულხლართებს. 

ლუდა სალია პატრიოტული ქმედებებით გამორჩეული ხურვვალელია: მან რამდენჯერმე აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა ხურვალეთში, სიმაღლეზე, იმ ადგილას, სადაც რუსი ოკუპანტების ქვეითი პატრული გადაადგილდება.

ამას გარდა, ლუდა სალია ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” საპატიო წევრიცაა: ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ეზოდან სამოქალაქო აქტივისტებს არაერთხელ განუხორციელებიათ მონიტორინგიო ოკუპანტთა ქვეითი და სატრანსპორტო პატრულის გადაადგილებაზე. 

ვიდეო, სადაც ლუდა სალია მავთულხლართს ჭრის, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...