მთავარისიახლეებისტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“...

სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ? | გომელაური

Published on

სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ? – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, რომ სავარაუდოდ, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.

გომელაურის თქმით, თუკი, მას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, დააჯარიმებენ.

„ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში? ამაზე ასჯერ გამკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ“, – განაცხადა გომელაურმა. [IPN]

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...