საზოგადოებას ისე აწვდით ამბავს, თითქოს დღეს გამოჩნდნენ და აქამდე არ ჩანდნენ | მდინარაძე ლომისაზე და ოჩამჩირეზე

0
86

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსი სამხედროების გამოჩენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ მავნებლობაა ამის ისე გაშუქება, როგორც ახალი ამბის.

მისი თქმით, მლეთასთან ოკუპანტების გადაადგილება სულ ხდება, ხოლო ოჩამჩირეში, 2009-11 წლებში ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ არც ერთ “ნაცს” მაშინ ხმა არ ამოუღია.

“გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალებიო სადაც ამბობთ, ყველგან ჩანდნენ, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ, ყველგან ჩანდნენ, ახლა სადაც გამოჩნდნენ თქვენი შეფასებით და საზოგადოებას ისე აწვდით ამბავს, თითქოს დღეს გამოჩნდნენ, გუშინ და აქამდე არ ჩანდნენ. თითქოს არ ჩანდნენ აქამდე, გუშინ გამოჩნდნენ, რაღაც ახალი მოცემულობაა, შემოიჭრნენ თითქოს და არავინ არ დახვდა და არაფერი არ ხდება ახალი და სამწუხარო ხდება, ოღონდ ძველი, ძველი, უკვე არსებული რეალობა.

ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ ეს დავაფიქსიროთ რაც შეიძლება მეტი დარღვევა, რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ყველა ლეგიტიმური ფორმატიდან ჩვენი ინიციატივით მოუწოდოს რუსეთს კიდევ ერთხელ დაიცვას 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც ეს ერთ-ერთ პუნქტად არის და ჩვენ ამ სამართლებრივ დოკუმენტებს სულ ვაგროვებთ, სულ ვაფიქსირებთ, ყველა ჯერზე. […] ოჩამჩირის ბაზის თემა თითქოს დღეს გაიგეს, 2009-11 წლებში ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები რომ მიდიოდა იქ და ხმა არა მოუღია არც ერთ ნაცს, ახლა სადღაც მლეთასთან გადაადგილება ზემოთ, თითქოს დღეს გაიგეს პირველად, როცა სულ პერმანენტულად ხდება ეს მავნებლობა მათი მხრიდან და მეორე, შიდა მავნებლობა იცით რა არის როგორც ახალ ამბავს ისე აწვდიან საზოგადოებას, ისე ეწოდება, სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიების მხრიდანაც ასეთი ვითომ ახალი ამბები, სინამდვილეში რომელიც არის ძველი მავნებლობა”, – თქვა მდინარაძემ.

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა, დავით ქაცარავმ ლომისის ეკლესიის კადრები გუშინ გაავრცელა. ის ამბობს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსები იმიტომ იყვნენ, რომ მათ ახალი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

წინა სტატიაარჩევნებზე, ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად მონაწილეობა განიხილება | კობახიძე
შემდეგი სტატიარომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ | გომელაური შოვზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური