მთავარისიახლეებიმსოფლიოსაწვავის მწვავე ნაკლებობის გამო, ღაზის საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ - UN

საწვავის მწვავე ნაკლებობის გამო, ღაზის საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ – UN

Published on

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამბობს, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოები ახლა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ, რადგან საწვავის რაოდენობა სახიფათოდ ცოტაა.

BBC-ის ცნობით, ღაზის მთელ ტერიტორიაზე, საავადმყოფოებმა დახურეს ყველა განყოფილება, გარდა სასწრაფო დახმარების ოთახებისა.

საავადმყოფოებმა უნდა დაზოგონ მცირე საწვავი, რომელიც მათ აქვთ სიცოცხლის გადარჩენის მოწყობილობების გამოსაყენებლად, როგორიცაა ვენტილატორები, ახალშობილთა ინკუბატორები და თირკმლის დიალიზის აპარატები, ამბობს რეპორტიორი რუშდი აბუ ალუფი, რომელიც ღაზის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში იმყოფება.

ღაზის საავადმყოფოები ახლა არის “სრული კოლაფსის მდგომარეობაში”, ამბობს მუჰამედ აბუ სელმეია, ტერიტორიის უდიდესი საავადმყოფოს, ალ-შიფას ხელმძღვანელი.

ისრაელი ბლოკავს ღაზაში საწვავის მიწოდებას და აცხადებს, რომ “ჰამასმა” ის შეიძლება გამოიყენოს სამხედრო მიზნებისთვის. ის ასევე ადანაშაულებს “ჰამასს” ასობით ათასი ლიტრი დიზელის შეგროვებაში და მის გაზიარებაზე უარის თქმაში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...