მთავარისიახლეებირომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ | გომელაური შოვზე

რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ | გომელაური შოვზე

Published on

შს მინისტრის განცხადებით, შოვის ტრაგედიაზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს და ახალი არაფერია – “რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია” – ამბობს ვახტანგ გომელაური.

მისივე თქმით, ამ დრომდე გრძელდება ერთი დაკარგული არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი პირის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...