მთავარისიახლეებიბორდერიზაციის პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, სათანადოდ ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს | კობახიძე ლომისაზე

ბორდერიზაციის პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, სათანადოდ ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს | კობახიძე ლომისაზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს გავრცელებულ კადრებზე, რომელთა მიხედვითაც, სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

კობახიძემ თქვა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლება ყოველ ჯერზე სათანადოდ იცავს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

“სახელმწიფო ყველ ჯერზე იღებს ზომებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული და ამას აკეთებს სათანადო ნაბიჯებით. ყოველ ჯერზე ჩვენ მოვახერხეთ იმის დემონსტრირება, რომ სათანადოდ ვიცავთ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება თვითონ ეს ბორდერიზაციის პრობლემა და ა.შ ეს არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ამ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე სათანადოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს”, – თქვა კობახიძემ.

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა, დავით ქაცარავმ კადრები გუშინ გაავრცელა. ის ამბობს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსები იმიტომ იყვნენ, რომ მათ ახალი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

სიახლეები

ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო...

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...