მთავარისიახლეებისააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია - ნიკა მელია

სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია – ნიკა მელია

Published on

“რთულია ეს მოცემულობა, როცა სააკაშვილი არის ტყვეობაში. ორმაგ ტყვეობაშია,” – ეს განცხადება ნიკა მელიამ “რეაქციაში” გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილი რთული მოცემულობის წინაშეა. მელიას თქმით, პარტია ახლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ხელშია. მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დღემდე აქვს კომუნიკაცია, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე მესამე პრეზიდენტის ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუ პარტიაში არაფორმალური მმართველები იქნებიან.

რთულია ეს მოცემულობა, როცა სააკაშვილი არის ტყვეობაში. ორმაგ ტყვეობაშია. მე ვარ ყოველდღიურად კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, როგორ შეიძლება როცა პულსაციასთან ხელი გიდევს. მიტაცებულ პარტიას ხელს არ გაუშვებენ, ხალხს არ დაუბრუნებენ, რომელიც გაყარეს, თავიანთი ბრძოლა ექნება. მიმაჩნია, რომ ისინი არ არიან მართალ ბრძოლაში, ჩვენ გვექნება ჩვენი ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, თუკი გახანგრძლივდება მსი ეს მდგომარეობა, გახანგრძლივდება ასეთი პარტიის პირობებში. იმიტომ, რომ ალთას არის პარტია და ბალთას არის საზოგადოება, აბსოლუტურად აცდენაა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, თუ იქ არის კეზერაშვილ-მერაბიშვილი,” – ამბობს მელია.

როგორც მელია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე პროცესებზე საქმის კურსშია, მასთან კომუნიკაციაც აქვს და წერილით აცნობს თავის პოზიციას.

მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსშია თავიდან ბოლომდე. მაქვს ძალიან შეზღუდული კომუნიკაცია. ასეთი თავისუფალი არ არის იქ წერილის მიწერა ისე, რომ მარტო მე დავწერო და მან წაიკითხოს, სად ხვდება ეს წერილი, კაცმა არ იცის. ვერანაირი ზეციერი და მიწიერი ძალა, თუ ამ რეალობას თუ არ ცვლის, ვერ მაიძულებს, ვითანამშრომლო პარტიის ფარგლებში კეზერაშვილსა და მერაბიშვილთან,“

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...