მთავარისიახლეებიროდის მიიღებს ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილებას მელია - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდო თარიღს...

როდის მიიღებს ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილებას მელია – პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდო თარიღს ასახელებს

Published on

როდის მიიღებს ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილებას ნიკა მელია – პარტიის ყოფილი თავმჯდომარე “რეაქციაში” სავარაუდო თარიღს ასახელებს. როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას თანამოაზრეებთან ერთად მოსახლეობასა და თანამებრძოლებთან შეხვედრების შემდეგ მიიღებს. როგორც მელია აანონსებს, შეხვედრები იქნება იმერეთსა და სამეგრელოში, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას მისი გუნდი გამოაცხადებს.

საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიღებული იქნება. მესმის საზოგადოების ინტერესი, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება და ძალიან ბევრმა ადამიანმა, შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს „ბილტმორში“, იგივე შეხვედრა გვექნება კვირას იმერეთში, ქუთაისში, 5 ნოემბერს გვექნება სამეგრელოში, ზუგდიდში და ეს შეხვედრები გაგრძელდება, ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
არაფორმალური მმართველობა რუსული ყაიდის და მოდელის მმართველობა, არაფორმალური როდესაც არის ქვეყანაში მმართველობა, ექვემდებარება ვერტიკალს, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმტაცებელს შესაძლებლობა ეძლევა, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომ გაატაროს ის საგარეო კურსი, რომელიც მას მიაჩნია მიზანშეწონილად,“ – ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილს პარტია ბიზნეს პროექტად აქვთ წარმოდგენილი.

ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ პოლიტიკურ პროექტად არა, ბიზნეს პროექტად. ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურება ქართველ ხალხს,“ – ამბობს ნიკა მელია.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...