მთავარისიახლეებიყოფილ პატიმრებს უკრაინიდან ლარსის გავლით საქართველოში 14 დღეა არ უშვებენ

ყოფილ პატიმრებს უკრაინიდან ლარსის გავლით საქართველოში 14 დღეა არ უშვებენ

Published on

ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან საქართველოში 7 ადამიანს 14 დღეა არ უშვებენ. გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, უკრაინელები ღამეს ქართულ საგუშაგოზე ათევენ. ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა.

ოთხ კაცს უკრაინული პასპორტი აქვს, ხოლო სამს მხოლოდ რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლების მოწმობა.

“ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ და გვინდა სახლში წასვლა”, – ამბობს ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი უკრაინელი.

მოხალისეების ცნობით, მათ 11 ოქტომბერს სცადეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღების აუცილებლობის მოტივით, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

Meduza წერს, რომ შვიდივე უკრაინელი სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქს გაათავისუფლებდნენ, ისინი რუსულ კოლონიებში გადაიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ კი ვოლგოგრადის დეპორტაციის ცენტრში მოათავსეს, სადაც რუსეთში შესვლა რვა წლით აეკრძალათ.

უკრაინის მოქალაქეებმა დახმარებისთვის უკრაინის საელჩოს საქართველოში, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, უკრაინის საელჩოში საქართველოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

აგვისტოს ბოლოს ექვსმა უკრაინელმა ლარსის საგუშაგოზე 10 დღე გაატარა. მათ შორის იყო ხუთი ყოფილი პატიმარი ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის კოლონიებში სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად გადაიყვანეს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...