მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას ენმ-ში დარჩენა წარმოუდგენელია- ხატია დეკანოიძე

ნიკა მელიას ენმ-ში დარჩენა წარმოუდგენელია- ხატია დეკანოიძე

Published on

ენმ-დან წასული ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიას “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენა წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი თქმით, უფსკრული, რომელიც პარტიაში იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო გაჩნდა, აღარ ამოივსება.

მე, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ნიკას დარჩენა იმ პარტიაში იმ იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, რაზეც მე, მაგალითად, დავტოვე პარტია, ეს არის წარმოუდგენელი და მე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს უფსკრული რაც გაჩნდა პარტიაში, არ ამოივსება, ამიტომ ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება. რაც შეეხება ნიკას პირად გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი იქნება მისი გეგმები. მე და ნიკა ძალიან დიდი ხანია ვთანამშრომლობდით და ვიყავით თანამებრძოლები და ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მან უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რა პლატფორმიდან გააგრძელებს იგი ბრძოლას, – ამბობს დეკანოიძე.

ნიკა მელია ნაცმოძრაობიდან წავა, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღს არ ამბობს. პოლიტიკურ გეგმებზე მელიამ განცხადება ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გააკეთა. ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში მიმდინარე პროცესზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ნაცმოძრაობა ამომრჩეველს კარგავს, მიზეზი კი კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...