მთავარისიახლეები„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ აშშ-ის კონგრესსა და სახდეპში შეხვედრები...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ აშშ-ის კონგრესსა და სახდეპში შეხვედრები გამართა

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს
შეხვდნენ

კოალიციამ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა და როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას:

„დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე არსებობს უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აშშ-სთან, სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური ურთიერთობა და წინ წაიწიოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც არ იყენებს ივანიშვილის ხელისუფლება და არ იყენებს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად, რადგან ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატებისა, აახლოებს ურთიერთობას რუსეთთან, ჩინეთთან და ქართველ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალიზება მოხდეს ჩვენი ისტორიული არჩევანის, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ამიტომ ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი. ფორმალური გადაწყვეტილების მიღების წევრი, რა თქმა უნდა, აშშ არ არის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა დღეს კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ყველგან ვიღებთ მხარდაჭერის ძალიან მკაფიო და ძალიან მყარ გზავნილს, რომ აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობის მიუხედავად, რომ დაკარგოს ევროატლანტიკური მომავალი ჩვენ ეს მომავალი დავიცვათ და წინ წავიწიოთ.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...