მთავარისიახლეებიმსოფლიოსირიაში ჩვენს ბაზაზე თავდასხმის მცდელობა იყო, მაგრამ არავინ დაშავებულა - პენტაგონი

სირიაში ჩვენს ბაზაზე თავდასხმის მცდელობა იყო, მაგრამ არავინ დაშავებულა – პენტაგონი

Published on

გავრცელებული ინფორმაცია სირიაში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმისა და თითქოსდა ამერიკელი ჯარისკაცების დაშავების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა და, როგორც გაირკვა, მხოლოდ შეტევის მცდელობაზეა საუბარი:

“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენს ბაზაზე ალ-ტანფში, შეტევის მცდელობა იყო. ჩამოგდებული და განადგურებულია ორი იპილოტო საფრენი აპარატი, ამერიკელი სამხედროებიდან არავინ დაშავებულა”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა. 

ამასთან, გენერალმა დაამატა, რომ ბოლო დღეებში შეინიშნება სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატით შეტევების მომრავლება ერაყსა და სირიაში განთავსებულ აშშ-ის ბაზებსა და სამხედრო ობიექტებზე. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...