მთავარისიახლეებირუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ...

რუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით | ზელენსკი

Published on

რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა და სანდო ლოჯისტიკური მარშრუტი… ჯერჯერობით, ყირიმსა და მის მიმდებარე წყლებზე ცეცხლის სრულ კონტროლს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე, ონლაინ გამოსვლისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტი ქვეყნის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის გემები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში უნდა განათავსონ:

“რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის
შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით.” თქვა ზელენსკიმ

5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, “შეთანხმებას” მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...