მთავარისიახლეებიკონფლიქტებირატომ არ იწყებს სახმელეთო ოპერაციას ისრაელი | დეტალები

რატომ არ იწყებს სახმელეთო ოპერაციას ისრაელი | დეტალები

Published on

ისრაელში ერთადერთი ქართულენოვანი საინფორმაციო სააგენტო “ახალი ამბები ისრაელიდან”, გავლენიან არაბულენოვან სააგენტო “ელაფზე” დაყრდნობით, იმ დეტალების ჩამონათვალს აქვეყნებს, რის გამოც ისრაელს ამ დრომდე არ დაუწყია ღაზის სექტორში დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია. 

თავის მხრივ, არაბულენოვანი, საუდის არაბეთში მოქმედი სააგენტო “ელაფი” თავდაცვის მაღალი რანგის სამხედროების მიერ მიწოდებული ინფორმაციას ეყრდნობა:

🔻 ანკლავში (ღაზის სექტორში), ჯერ კიდევ ბევრი სამიზნე ჰყავს ისრაელის საჰაერო ძალებს გასანადგურებელი.
🔻 ისრაელი ელოდება, რომ რაც შეიძლება მეტმა მშვიდობიანმა პალესტინელმა დატოვოს ღაზის ჩრდილოეთი.
🔻 ჯერ არ დასულებულა და კვლავ გრძელდება რეზერვისტების წვრთნები.
🔻ისრაელი ელოდება ზღვაში შესაფერის ამინდს, რათა საზღვაო ძალებმა ეფექტურად შეუწყონ ხელი შეტევას.
🔻 აშშ-ს დამატებითი საჰაერო თავდასხმის დანაყოფები უკვე ხმელთაშუა ზღვაში არიან. მათი მოახლოება ისრაელის სანაპიროსთან მეტწილად გადაწყვეტს სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღს.
⭕️ “ელაფი” ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელის საინჟინრო ძალები უკვე ემზადებიან სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზაში.

ჩვენი მხრიდან შეგვიძლია შეგვიძლია შევავსეოთ კოლეგების ეს ნიუსი რამდენიმე დეტალით, კერძოდ: რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სახმელეთო ოპერაციის გადადება ისრაელს აშშ-მაც სთხოვა, რათა ღაზის სექტორში მოქმედ დაჯგუფებებთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები დაასრულოს. 

ამავე დროს, დღეს უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ისრაელში მიავლინა გამოცდილი, სამვარსკვლავიანი საზღვაო ქვეითთა გენერალი, რომელიც ადრე საზღვაო ქვეითების სპეციალური სამხედრო ოპერაციების ძალებს ხელმძღვანელობდა, თუმცა, თეთრმა სახლმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელში გაგზავნილ სამხედრო მაღალჩინოსნებს მხოლოდ კონსულტანტის როლი აქვთ და უშალოდ ოპერაციაში არ ჩაერთვებიან. 

ამასთან, ცნობილია, რომ ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა “ჰამასი” აღარ იარსებებს: “ყველა სხვა ინფორმაცია, თითქოს ისრაელი ვინმეს ზეწოლით ან რჩევით აპირებს ღაზის სექტორი გადასცეს პალესტინის ავტონომიას, დეზინფორმაციაა”, – ვკითხულობთ პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...