მთავარისიახლეებიმსოფლიოომის მე-18 დღე: სად რა ხდება ისრაელში

ომის მე-18 დღე: სად რა ხდება ისრაელში

Published on

ომის მე-18 დღე: სად რა ხდება ისრაელში

სამშაბათ დილიდან, ომის მე-18 დღეს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განახლდა. საჰაერო განგაშის სირენებია ჩართული ღაზის სექტორის მოსაზღვრე რეგიონებში. 

“ცაჰალის” პრესსამსახური აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასისა” და “ჰეზბოლას” პოზიციებზე, ასევე სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე 400-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. 

როგორც პრესსამსახური იტყობინება, ძირითადად, სამიზნე იყო მეჩეთები, რომლებსაც ბოევიკები იარაღის საწყობად იყენებენ და, ამას გარდა, მეჩეთების ქვეშ გაყვანილი გვირაბებით დაჯგუფებები ერთმანეთს უკავშირდებიან. 

“ცაჰალის” ცნობით, დარტყმა განხორციელდა ასევე ოპერატიულ გვირაბზე, რომელიც ჰამასის ტერორისტებს ზღვის ნაპირზე სწრაფად გასვლის საშუალებას აძლევდა. 

ისრაელში, სოლიდარობის ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა. თავდაპირველად ასეთი ვიზიტი ჯო ბაიდენმა განახორციელა. სოლიდარობის ვიზიტით ისრაელში ჩასვლის სურვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოთქვა. 

ტყვეობის შემდეგ, წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჰევედ ლიფშიცი – ისინი კიბუც ნირ ოზიდან არიან. პარალელურად, “ჰამასის” ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან 85 წლის ამირამი (ნურიტ კუპერის ქმარი) და 83 წლის ოდედი – იოჰევედის ქმარი. ორი დღის წინ ჰამასმა ტყვეობიდან ამერიკელი დედა-შვილიც გაათავისუფლა. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...