მთავარისიახლეებიგამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ| შოთაძე ფარცხალაძეზე

გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ| შოთაძე ფარცხალაძეზე

Published on

მოქმედი გენპროკურორი ამტკიცებს, რომ მის ერთ-ერთ წინამორბედს, ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შემდეგ, პროკურატურასთან შეხება აღარ ჰქონია. რაც შეეხება დასანქცირების საქმეზე გამოძიებას, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ გამოძიებას სუს-ი აწარმოებს და მისი უწყება საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს

„გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ.

2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“,- განაცხადა შოთაძემ.

გამოძიება სუს-ში სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. ის რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობაშია მხილებული. ფარცხალაძე დასანქცირების დროს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე იყო. მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გუშინ, 19 ოქტომბერს განუცხადა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...