მთავარისიახლეებიაგარის პოლიციის უფროსს უაქციზო სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოჰქონდა| ახალი დეტალები

აგარის პოლიციის უფროსს უაქციზო სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოჰქონდა| ახალი დეტალები

Published on

კონტრაბანდის ბრალდებით აგარის პოლიციის უფროსი, იოსებ გელაშვილი დააკავეს. შსს-ს მაღალჩინოსანს უაქციზო სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიიდან შემოჰქონდა და მაღალი ალბათობით უკანონო საქმიანობას ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ეწეოდა.

გელაშვილი აგარის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის საკუთარ სახლში, სოფელ ქვენათკოცაში, სპეცოპერაციით დააკავეს.

გელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. აგარის პოლიციაში მომხდარზე არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამავე უწყების მაღალჩინოსანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება. ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გელაშვილის გვარი გასულ წელს, სავარაუდო ძალადობის საქმეშიც ფიგურირებდა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. არ არის გამორიცხული მას ახლა ბრალი დაუმძიმდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...