მთავარისიახლეებისოლიდარობა ირაკლი ბებუას! ხვალ ზუგდიდში, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

სოლიდარობა ირაკლი ბებუას! ხვალ ზუგდიდში, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

Published on

სოლიდარობა ირაკლი ბებუას! – ამ სახელწოდებით აქცია 24 ოქტომბერს თბილისის პარალელურად ზუგდიდშიც გაიმართება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ავრცელებს. აქცია 16:00 საათზე სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება.

საქართველოს მოქალაქე – ირაკლი ბებუა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტყვეობაშია.
2020 წელს, როდესაც გალში სეპარატისტები „დამუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდნენ, ირაკლიმ დე-ფაქტო რესპუბლიკის სიმბოლიკა დაწვა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ე.წ. გამარჯვების ოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა, თუმცა ის ბებუას არ შეხებია. სამი წლის მანძილზე სახელმწიფომ ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ირაკლის ტყვეობიდან დახსნისთვის.

ამ სამი წლის მანძილზე ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

24 სექტემბერს, თბილისში “აფხაზური ამბების” მიერ დაგეგმილი სოლიდარობის აქციის პარალელურად, მოდი ზუგდიდში, 16:00 საათზე, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე. ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა ირაკლი ბებუას და შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მისი ვალდებულებაა ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება თავისი მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად!, – წერენ აქცის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის 8 დეკემბერს ე.წ.სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....