მთავარისიახლეები3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს | 698 გერმანიიდან

3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს | 698 გერმანიიდან

Published on

ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროპიდან და საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა – შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა – ჯამში საქართველოში 698 ადამიანი დააბრუნეს, საქმეების განხილვისას მხოლოდ ორს უთხრეს უარი რეადმისიაზე.

შემდეგ მოდის:

საფრანგეთი – 136 მოქალაქე;
შვეიცარია – 49 მოქალაქე;
საბერძნეთი – 34 მოქალაქე;
პოლონეთი – 28 მოქალაქე;
რეადმისიით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან , ბელგიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, სულ – 1070 მოქალაქე. რეადმისიაზე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 განაცხადი.

არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა.Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლაფ შოლცი ამბობს, რომ დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.

შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....