მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

Published on

სოლიდარობა ირაკლი ბებუას ! – ამ სახელწოდებით სამშაბათს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაანონსდა. ბებუა ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის 8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორგანიზატორები წერენ, რომ ბებუა იმსახურებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას.

“2020 წლის 30 სექტემებრს, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული – დაწვა. ამ ფაქტის შემდეგ, გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.

ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე – პარლამენტთან”, – წერენ ორგანიზატორები.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...