მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ძალიან კარგი შედეგები ჩვენების ფრონტზე" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაზე

“ძალიან კარგი შედეგები ჩვენების ფრონტზე” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავდეევკის მიმართულებაზე რუსეთის მიერ წამოწყებულ და კრახით დასრულებულ შეტევას ეხმიანება და წერს, რომ უკრაინა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს წინ, ხოლო რუსეთის მცდელობა, სადმე მაინც გაიუმჯობესოს პოზიციები, უშედეგოდ სრლდება:
“ძალიან კარგი შედეგები ჩვენების ფრონტზე – 1 დღეში განადგურებული 1400-მდე რუსი დამპყრობელი, 55 ტანკი, 120 ჯავშანმანქანა (ბეტეერი) და ათეულობით საარტილერიო სისტემა.
ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მცდელობა სადმე მაინც წაიწიოს წინ, სრული კრახით სრულდება, ამასობაში, უკრაინელები თანდათან, დამაჯერებლად მიიწევენ წინ სამხრეთის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ.
ამასობაში, რუსებმა დაჩქარებულად გადაიყვანეს შავი ზღვის ფლოტი ნოვოროსიისკისკენ, რათა გაექცნენ უკრაინულ საცეცხლე საშუალებებს.
ოჩამჩირეში ზღვის ფსკერს აღრმავებენ 10 მეტრამდე, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ 1 დიდი სადესანტო გემის და რამდენიმე კატარღის დაყენების საშუალებას მისცემს, რაც ბევრი ვერაფრით ეხმარება რუსული ფლოტის შემდგომი გადამალვის პრობლემას – მას შემდეგ რაც უკრაინამ დაიწყო ამერიკიდან ATACMS სისტემის რაკეტების მიღება, მკვეთრად გაძლიერდა უკრაინული დამრტყმელი პოტენციალი.
მოკლედ, იმაზე ნელა ვიდრე ყველას გვსურს, მაგრამ უკრაინა დამაჯერებლად მიდის წინ!..”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...