მთავარისიახლეებიპოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა

Published on

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა. ბიძინა ივანიშვილის სოფელთან პოლიციის ეკიპაჟები დგანან და მედიას პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტმა ადგილზე მყოფ პოლიციელებს ჰკითხა, რა მიზეზით არ ეძლევა ჭორვილაში შესვლის საშუალება, ან ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მედიას აკრძალვების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა პოლიციელები ტრადიციულად დუმილს ამჯობინებენ.

ადგილზე სხვა კრიტიკული მედიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ენმ დღეს თბილისიდან ჭორვილას მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს, ჟურნალისტებიც სწორედ ამ აქციის გადასაღებად იმყოფებიან ადგილზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...