მთავარისიახლეებიმე რომ მონა დაგიძახოთ და ეს გააშუქოს მედიამ, დაჯარიმდება? - წითლიძე "ოცნებას"

მე რომ მონა დაგიძახოთ და ეს გააშუქოს მედიამ, დაჯარიმდება? – წითლიძე “ოცნებას”

Published on

მე რომ მონა დაგიძახოთ და ეს გააშუქოს მედიამ, დაჯარიმდება? -ამ კითვხით მიმართა ენმ-ს დეპუტატმა ანა წითლიძემ “ოცნების” დეპუტატ დავით სონღულაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

წითლიძეს აინტერესებს ჩაითვლება თუ არა “მონა” უხამსობად.

“ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებასაც როგორ შეძლებთ ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ნაღმები ამ ცვლილებაში დევს. მე მაინტერესებს, რომ განმარტოთ – მე რომ მაგალითად მონა დაგიძახოთ თქვენ, ან რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, ან რომელიმე ტელევიზიამ, თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად მონა დავიძახო ვინმეს, პრემიერს, ან უმრავლესობის რომელიმე წევრს, ეს რომ მედიამ გააშუქოს, რომელიმე ტელევიზია თუ დაჯარიმდება ამის გამო და თუ დაეკისრება სანქციები?!”- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, საუბარია, ახალ კანონზე, რომელიც ხელისუფლებას გადამწყვეტი არჩევნების წინ, უფლებას აძლევს გათიშოს არასასურველი ტელევიზიები.

სწორედ ამიტომ დილიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოთა-შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.

“პირველების” ინფორმაციით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა.

პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო.

აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...