მთავარისიახლეებიჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი | შამბა

ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი | შამბა

Published on

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, “აფხაზი საზოგადოება რუსული სამყაროს არის მორგებული”.

შამბას მტკიცებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობას და ამ სამყაროს ნაწილი უნდა რომ იყოს.

“ჩვენ (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. და აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი”, – ამბობს შამბა.

მისივე თქმით, რუსული ენის წყალობით, აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა გაიცნო.

“უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროში. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას”, – ამბობს შამბა.

როგორც გამოცემა “эхокавказа” წერს, შამბას ამ განცხადებას წინ უძღოდა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადება. მისი სიტყვებით, “რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო მოდელი შესაძლებელია იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად, აფხაზეთი მზად არის რომ საგარეო და დაცვითი პოლიტიკა აწარმოოს, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება რუსეთთან ერთად”.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...