უკრაინას უკვე აქვს ATACMS ბალისტიკური, 165 კმ.-ზე მფრენი რაკეტები – რა ვიცით

0
132

ბერდიანსკის სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო იერიშმა უკრაინის მხრიდან, რომელსაც თავად რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა და პროპაგანდისტულმა არხებმა უწოდეს უპრეცენდენტო, მრავალი შეკითხვა და ვარაუდი გააჩინა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ადგილზე აღმოაჩინეს ATACMS ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც, წესით, უკრაინას არ უნდა ჰქონოდა. 

ბერდიანსკზე იერიშიდან მალევე, დასავლური მედიის რამდენიმე ფლაგმანმა ივარაუდა ან/და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-მა უკრაინას ამ ტიპის შორსმფრენი ბალისტიკრი რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. 

მალევე ვაშინგტონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას ნამდვილად მიაწოდა ბალისტიკური, 165 კმ. მანძილზე მფრენი რაკეტები, ხოლო უკრაინის პრეზიენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გადაუხადა მადლობა ჯო ბაიდენს, რომ აშშ ასრულებს თავის დანაპირებს. 

მოგვიანებით, მიხაილო პოდოლიაკმა ახსნა, რას ნიშნავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS ბალისტიკური რაკეტების გადაცემა: “ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება ამ ომში გამარჯვებამდე”. 

რა თქმა უნდა, ბერდიანსკზე ტავდასხმის დროს ბალისტიკური, შორსმფრენი რაკეტების გამოყენებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა კრემლის მხრიდან. კერძოდ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა “შესაბამის რეაქციას” გამოიწვევს, ხოლო ვაშინგტონი “რუსეთისა და ნატოს კონფლიქტის გამოწვევის მცდელობაში” დაადანაშაულა. 

რა არის ATACMS ტიპის ბალისტიკური რაკეტა? როგორია მისი მახასიათებლები და რა უპირატესობას აძლევს უკრაინას მისი გამოყენება? როგორც სამხედრო ანალიტიკოსი გიგა ინაშვილი წერს:

ბერდიანსკის აეროდრომზე იერიშის დროს უკრაინამ გამოიყენა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB.

♦️ აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.
რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა:

♦️ სიგრძე 3,96 მეტრი
დიამეტრი 610 მმ
მასა 1320 კგ
ქობინის მასა – 160 კგ
ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
ფრენის მანძილი – 300 კმ
დამინების სისტემა – GPS/INS
სიზუსტე – 100 მეტრი.

♦️ ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან.

♦️ ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა
შემდეგი სტატიამასწავლებლის მკვლელი ჯიჰადისტის მამა საქართველოში ცხოვრობს და ჯერაც არ დაუკითხავთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური