მთავარისიახლეებიყველა დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს |...

ყველა დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს | ჩუგოშვილი

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ყველა დეპუტატი, ვინც ხმას მისცემს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. მისი თქმით, “ოცნებისთვის” მიუღებელია ნებისმიერი თანამდებობის პირი და ინსტიტუტი, რომელსაც დამოუკიდებელი აზრი და პოზიცია გააჩნია.

“იმპიჩმენტის პროცესი არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე ველოდებით გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის არ შედგება და საკმარისი ხმები არ აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც ამ იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს ამ გადაწყვეტილებით”, – თქვა ჩუგოშვილმა.

სხდომა სადაც იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. მას პრეზიდენტი პირადად დაესწრება.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...